Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: იურიდიული და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
იურიდიული და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე), გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 2 000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო და ჯანმრთელობის დაზღვევა
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** კორესპონდენციების წარმოება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციების შედგენა და ანალიზი.
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში.
** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან. (საჯარო რეესტრი, მერია და ა.შ)
** სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა.
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalexperts2023@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე