Робота для біженців з України
ვიდეომონიტორინგის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, შრომის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილებაში.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს ცვლებში მუშაობას ყოველ მეორე დღეს, 09:00 - 22:00 საათებში.
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

** ალდაგის ობიექტების ვიდეო კონტროლი / მონიტორინგი;
** მონიტორინგის ცენტრში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი მიმართულებით ოპერატიული გადამისამართება;
** საეჭვო ფაქტებით გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
** ვიდეო ჩანაწერების მართვა;
** ობიექტებზე არსებული დაცვითი სისტემების და ჩამწერი მოწყობილობების, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური გამართვა/გამართული მუშაობის კონტროლი, დისტანციურად;
** უსაფრთხოების სისტემების სპეციფიკურ პროგრამებთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი (ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით) მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ცვლებში მუშაობის გამოცდილება;
** ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შეზღუდულ დაშვების სისტემებთან და უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გამართული ზეპირი კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური წონასწორობა, სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** დახმარების მუდმივი მზაობა;
** მოქნილობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** საქმიანი გარემოს შექმნის და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ვიდეო მონიტორინგის უმცროსი სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე