Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664177&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი

ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციისათვის დოკუმენტების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
** შვილობილი კომპანიების ბუღალტრული მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია