დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეპერსი
|
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.
დაკავებული თანამდებობა: საწყობის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების;
** შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება;
** საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა.
სამუშაო საათები - 9.00-18.00
ხელფასი - 1500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com
ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/meppersGeorgia/
WEB-გვერდს: https://meppers.com/
|
|
|
|