Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664126&print=yes&view=jobs
 
კლასის დამრიგებლის ასისტენტი - დაბა კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლასის დამრიგებლის ასისტენტი
მომწოდებელი: იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (კიკეთი) აცხადებს კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლისთვის კლასის დამრიგებლის ასისტენტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კონკურსის ეტაპები:

** დოკუმენტაციის განხილვა - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით;
** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან;

სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის სექტემბერი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ: 2025 წლის 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელფოსტის მისამართზე: kiketischool@yahoo.com. გთხოვთ, მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლასის დამრიგებლის ასისტენტი". დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას.

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით და არ გადაეცემა მესამე პირებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია