Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664115&print=yes&view=jobs
 
ოჯახის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის მძღოლი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაზე ზრუნვა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის კორპორატიული კულტურის შესაბამისი ჩაცმის წესების დაცვა;
** ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
** მგზავრების გადაყვანის დროს დაიცვას სამგზავრო წესები და ნორმები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოჯახის მძღოლი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია