Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664110&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ტორტინი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
კომპანია "ტორტინი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

"ტორტინი"-ს საკონდიტრო წარმოება, 10 წლიან გამოცდილებას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე.
"სიყვარულით შექმნილი" პროდუქცია უკვე 39 ფილიალში იყიდება.

ჩვენ ვქმნით გრძელვადიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჯაბიძის 8.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტ ბრუნვის სისტემის წარმოება, კონტროლი;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საკანონმდებლო, მარეგულირებელი დოკუმენტაციის წარმოება ანგარიშგება შესაბამის სტრუქტურებთან;
** საბანკო გადარიცხვების კონტროლი, წარმოება საჭიროებისამებრ;
** სახელფასო უწყისის წარმოება/ანგარიშგება;
** ფინანსური რეპორტების მომზადება;
** თანამშრომლებისთვის საბუღალტრო კონსულტაციის გაწევა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე 3 წელი;
** Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel);
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** დაგეგმარების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: food72024@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "მთავარი ბუღალტერი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557622366.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია