Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: შირნჰოფერი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
კომპანია "შირნჰოფერი" (Schirnhofer) შეიქმნა 1926 წელს, ავსტრიაში. ის არის ერთ-ერთი უდიდესი ოჯახური ხორცისა და ძეხვის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციაში არ იყენებს საფუარს, ალერგენებს, საღებავებსა და არომატიზატორებს, ასევე იცავს IFS Food6-ის საერთაშორისო ჰიგიენურ ნორმებს. კომპანია თავის პროდუქციას ყიდის ავსტრიაში, გერმანიასა და საქართველოში.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ადამიანები და ხარისხი. ისიამოვნეთ უკეთესი ცხოვრებით!

ავსტრიული კომპანიის საქართველოში ექსკლუზიური იმპორტიორი კომპანია "შირნჰოფერი" მაღაზიათა ქსელისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** უზრუნველყოს მომხმარებლის მომსახურება, კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** სტუმრების მიმართ თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** აკონტროლოს დახლზე განთავსებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და ფასები;
** განათავსოს პროდუქცია დახლებზე, უზრუნველყოს ყველა პროდუქტის ფასმაჩვენებლის და დასახელების სწორად განთავსება;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სატელეფონო შეკვეთების მიღება, შეკვეთების დახარისხება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება არ მოითხოვება, საქმეს შეგასწავლით ადგილზე;
** Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა
ანაზღაურება: 960 ლარი + ბონუსი ნავაჭრიდან
გრაფიკი: თვეში 16 დღე (დღეგამოშვებით) შესაძლებელია ცვლილებაც

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge. გთხოვთ, მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"შირნჰოფერი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია "შირნჰოფერი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "შირნჰოფერმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე