Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664085&print=yes&view=jobs
 
მიმღების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Format Fit
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
ფიტნეს ცენტრი "Format Fit" აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ვიზიტორების მიღება და ინფორმირება სერვისებისა და წესების შესახებ;
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** ვიზიტორის სასურველ ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერა;
** დარბაზის სერვისების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის კონტროლი;
** მომხმარებელთა ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაბელურობა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მომხმარებლების მხრიდან საჩივრებისა თუ მოთხოვნების პროფესიონალურად და თავაზიანად დამუშავების უნარი;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენა (სალაპარაკო დონე);
** პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა (ჩაითვლება უპირატესობად);

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლადი (დილის და საღამოს ცვლები);
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** ტერიტორია: დიღომი, ამერიკის საელჩოსთან ახლოს, ოლიმპიურ კომპლექსთან, "მწვანე ალმასის" დასახლება.

ბენეფიტები:

** ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სხვადასხვა ფასდაკლებები;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება სათაურში: info@formatfit.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია