დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
Casino International
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
კაზინო ინტერნეიშენალი ჰილტონ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება 1000-1250 ლარი + ჩაი საშუალოდ 200$-300$;
** 12 საათიან სამუშაო გრაფიკი; 2/2-ზე თვეში 15 სმენა;
** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
** ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (70-60% თანადაფარვით);
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული საშუალო განათლება;
** უცხო ენები: სასურველია ინგლისური ან თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება/გაცილება, თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** სტუმრების პირადი მონაცემებისა და ინფორმაციის პროგრამული რეგისტრაცია;
** რეგისტრაციის დროს ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|