დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბელმარტი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
კომპანია "ბელმარტი" - 15 წელია ეწევა პრემიუმ ხარისხის სასურსათო პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურებისა და პროდუქტების მაღალი ხარისხის სტანდარტებს.
კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
პოზიციის დასახელება: ფილიალის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ფიროსმანის 16ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება (ონლაინ)
სამუშაო განაკვეთი:
** ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით : 10:00-18:00
** კვირა დასვენების დღე.
ანაზღაურება: 1600 ლარი, დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი
** დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი
** პროდუქციის ინვენტარიზაცია
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** პროდუქციის მიღება
მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი აზროვნება
** გამართული მეტყველების უნარი
** თავაზიანობა
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან პირადი მონაცემები ელექტრონულ მისამართზე: info@grandfoods.ge CV-ების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "ფილიალის მენეჯერი (ბათუმი)"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|