Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=663951&print=yes&view=jobs
 
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული კვების კომპანია
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
შპს "ქართული კვების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთხეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა;
** სურსათის უვნებლობის კუთხით აღმოჩენილი ხარვეზების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში HACCP სისტემის დანერგვა;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პირველადი და გეგმიური სურსათის უვნებლობის აუდიტის ჩატარება;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა;
** კომპანიაში სურსათის უვნებლობის წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

სასურველა კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ნებისმიერი ტიპის სასურსათო წარმოებაში;
** ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301, #173 დადგენილებებისა და HACCP-ის კოდექსის ცოდნას;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიები, ბიოლოგიის, კვება და საზოაგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);

სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (აქედან 1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი.

ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge, 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია