დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ზუმერი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის შესწავლა და მისი აღსრულების კონტროლი ქსელის მასშტაბით;
მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მათი საჭიროებების გამოვლენა;
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა რგოლის მომსახურების ხარისხის შეფასება და დეტალური რეპორტის მომზადება შემდგომი ანალიზისთვის;
** CRM დეპარტამენტის მიმდინარე პროცესებში ჩართვა და ახალი იდეების გენერირება მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
** CRM დეპარატამენტის, Online გაყიდვებისა და ფილიალების ზარების მონიტორინგი;
მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის შეფასება და რეპორტინგი;
** CRM დეპარტამენტის სხვა წევრებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა მონაცემთა სიზუსტის უზრუნველსაყოფად.
** შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა მონაცემთა მართვისას.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებისადმი ყურადღება.
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე (ქართული, ინგლისური სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
** სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობებს, ტრენინგებსა და თიმბილდინგებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CvhwrPD84Y
|
|
|
|