Робота для біженців з України
ვებ-პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ-პროგრამისტი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ვებ-პროგრამისტის პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს ვებ-გვერდების, შიდა და გარე სისტემების გაუმჯობესებაზე მუშაობა, მოთხოვნის შესაბამისად მონაცემების რედაქტირება;
** სააგენტოს ვებ-გვერდების, შიდა და გარე სისტემების ბაზებზე მუშაობა, ასლის აღება და საჭიროების შესაბამისად აღდგენა;
** სააგენტოს ვებ-გვერდების, შიდა და გარე სისტემების განახლება;
** მიმდინარე პრობლემების შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვებ-პროგრამისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** PHP
** HTML, CSS
** JavaScript, TypeScript
** NodeJS, ReactJS
** SQL (MySQL, PostgreSQL, MongoDB).
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2);

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის და გამოცდილების შესაბამისად, 3000-დან 4000 ლარამდე ოდენობით (დარიცხული ოდენობა);

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ვებ-პროგრამისტი;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე