დასახელება:
სატვირთოს მძღოლი
|
მომწოდებელი:
დუთი ფრი ფოინთს
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
ჩვენს შესახებ: შპს დუთი ფრი ფოინთს-ის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტები, წარმოდგენილია საქართველოს ოთხ მთავარ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტზე: ყაზბეგი, სარფი, სადახლო და წითელი ხიდი. ძირითადი მიმართულებაა: თამბაქო, ალკოჰოლი და პარფიუმერია. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი გლობალური ბრენდები და ჩვენი მიზანია საერთაშორისო მოგზაურებისთვის ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი და ექსკლუზიური "დუთი ფრი" პროდუქცია.
ადგილმდებარეობა: სასაზღვრო გამშვები პუნქტები (სარფი, ყაზბეგი, სადახლო და წითელი ხიდი)
პოზიცია: სატვირთოს მძღოლი (კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანით)
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში
ანაზღაურება: 1800 ლარიდან - 2000 ლარამდე
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობა
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება, დანიშნულ ადგილამდე;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი
** თანამშრომლების ტრანსპორტირება საჭიროებისამებრ
** C1 კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი ავტო სატრანსპორტო საშუალების მართვაში)
** ავარიების გარეშე მართვის ისტორია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის დაცვა ტრანსპორტში
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
უნარები:
** პუნქტუალურობა;
** კოლეგიალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dutyfreepoints.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 593570501
შპს "დუთი ფრი ფოინთს" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
|
|
|
|