დასახელება:
ქოლ ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** დაზღვევის პაკეტს;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
** წარუმატებელი ტრანზაქციების საფუძველზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მომხმარებლისთვის
პერსონალური თვისებები:
** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ ცენტრის ოპერატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|