Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=663778&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო-სარემონტო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო-სარემონტო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სამშენებლო-სარემონტო პროექტების მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტირება (ფორმა 2) და უშუალო ხელმძღვანელთან გაგზავნა;
** შენობა/ფართში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა განსაზღვრულ ვადებში;
** შენობა/ფართის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** კრიტიკული სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირება და სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
** წლიური სამუშაო გეგმის მიხედვით შენობა/ფართების კოსმეტიკური რემონტის უზრუნველყოფა.
** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური პერსონალის მოძიება;
** აცნობს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მათთვის განკუთვნილ სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს;
** მართავს და აკონტროლებს სტრუქტურულ ერთეულზე გაწერილ ბიუჯეტს;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება სასურველია სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო/სარემონტო მასალების ბაზრის და ტექნოლოგიების ცოდნა;
** სასურველია ArchiCAD, AutoCAD ცოდნა;
** არქიტექტორული და ტექნიკური ნახაზების წაკითხვა, რენდერების აღქმა და რეალობაში მოყვანა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური უნარი;
** შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** დროის მართვა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 სექტემბერი, 2025 წელი.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია