Робота для біженців з України
HR ადმინისტრირების მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო წარმატებით ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. "Marco Polo Hotel Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR ადმინისტრირების მენეჯერი

ძირითადი სამუშაო ადგილი: სასტუმრო მარკო პოლო
საცხოვრებელი ადგილი: კურორტი გუდაური, ყაზბეგის რაიონი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია კვება და განთავსება)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის HR ადმინისტრირება, თანამშრომელთა იურიდიული და HR-დოკუმენტაციის სრულყოფილი მართვა საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებით და კონფიდენციალურობის დაცვით
** სახელფასო ინფორმაციის დამუშავება კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად, სახელფასო ანაზღაურების დროული და ზუსტი დაანგარიშება ფინანსური დეპარტამენტის შესაბამის წარმომადგენლებთან კოორიდნაციით. სათანადო კომუნიკაციის წარმოება თანამშრომლებთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თუ სხვა დაკავშირებულ პირებთან
** კომპანიაში დანერგილი HR სოფტის (Self.hr) ადმინისტრირება
ახალი თანამშრომლების მიღების და ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა, ონბორდინგის ეტაპების მართვა
** თანამშრომელთა ეფექტურად მოზიდვა/ჩართულობა/შენარჩუნების KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის, კომპანიის ბენეფიტების საკითხების ადმინისტრაციული მართვა, სათანადო საკომუნიკაციო პროცესების ეფექტურად წარმართვა
** თანამშრომელთა განთავსების საკითხების მართვა, საცხოვრებელი პირობების ზედამხედველობა/მონიტორინგი, თანამშრომელთა საჭიროებების კვლევა, დისციპლინისა და წესრიგის მონიტორინგი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან.
** თანამშრომელთა კვების (სასტუმროს კაფეტერიის) მონიტორინგი, საჭიროებების კვლევა და გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების/სიახლეების ინიცირება
** თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხის მონიტორინგი, პროცესის გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების/სიახლეების ინიცირება; გრაფიკებისა და სხვა კომპონენტების სისტემატური გადახედვა/ოპტიმიზაცია საჭიროებისამებრ
** თანამშრომელთათვის სარგებლობაში გადაცემული კომპანიის ქონების აღრიცხვა და სათანადო, ეფექტური კომუნიკაციის/ადმინისტრირების უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა მათი კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადება-დატრენინგების კუთხით და შედეგების შეფასება
** თანამშრომელთა საჭიროებების სისტემატური კვლევა, მათი სამუშაო კმაყოფილების/გამოცდილების გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების/სიახლეების ინიცირება
** HR-ხარჯების კონტროლი და ფინანსური მაჩვენებლების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების/პროექტების ინიცირება ობიექტის გენერალურ მენეჯერთან

მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია HRM-ის, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და იურიდიული მიმართულებით
** სასურველია მინ. 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით
** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხოენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** პროგრამა Self.ge-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@Mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე