Робота для біженців з України
ექიმი პულმონოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი პულმონოლოგი
მომწოდებელი: ახალი სიცოცხლე
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას ექიმი პულმონოლოგის თანამდებობაზე

მისამართი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ექიმი დერმატოლოგი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.nlife.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე