დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** ობიექტების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება;
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა;
** ობიექტებზე გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ორგანიზება;
** უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ან შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).
სამუშაო გამოცდილება:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. უპირატესად ჩაითვლება სამშენებლო სფერო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fWTBOePc
|
|
|
|