Робота для біженців з України
Full-Stack JavaScript დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full-Stack JavaScript დეველოპერი
მომწოდებელი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 სექტემბერი
სსიპ "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური" ეძებს გამოცდილ Full-Stack JavaScript დეველოპერს, რომელიც ჩაერთვება ახალი სისტემის სრულფასოვან დაგეგმვაში, განვითარებასა და ინტეგრაციაში. პროექტი მოიცავს როგორც ვებ-ინტერფეისის (frontend), ასევე სერვერული ლოგიკის (backend) განვითარებას, მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებას და სისტემის ოპტიმიზაციას.

ფუნქციები:

** ვებაპლიკაციის განვითარება სრულ ციკლად (frontend + backend)
** RESTful API, GraphQL, SOAP სერვისების შექმნა და ინტეგრაცია
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (PostgreSQL, MySQL, MSSQL, ClickHouse)
** კოდის სტრუქტურირება, ტესტირება და დოკუმენტირება
** არსებული სისტემის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია საჭიროებისამებრ
** დეველოპერულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: 3825 ლარიდან 5840 ლარამდე (დარიცხული)
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგი ცოდნა:

• Microsoft Office Project
• Microsoft Office Word
• Microsoft Office Excel
• Microsoft PowerPoint
• Microsoft Office Outlook

დამატებითი მოთხოვნები:
** ძალიან კარგი ცოდნა JavaScript / TypeScript
** ServerSide Rendering-ის ცოდნა/გამოცდილება
** გამოცდილება Node.js-ზე მუშაობის
** გამოცდილება თანამედროვე ფრეიმვორკებთან: React.js, Next.js, Vue.js, Angular
** კარგი ცოდნა SQL ბაზებთან მუშაობის: PostgreSQL, MySQL, MSSQL
** კარგი ცოდნა NoSQL ბაზებთან მუშაობის: MongoDB
** Git-თან მუშაობის გამოცდილება
** REST API-სთან და SOAP-თან მუშაობის გამოცდილება

სასურველია:

** Prisma, Sequelize ან TypeORM-ის ცოდნა
** Tailwind CSS ან სხვა სტილიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** WebSocket / რეალურ დროში მუშაობის გამოცდილება
** CI/CD პროცესების ცოდნა
** ClickHouse-თან მუშაობის მინიმუმ საბაზისო გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

** გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;
** აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს:
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
** კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
** კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, კანდიდატი ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სავალდებულო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ დამუშავდება საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნაც, კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის.

ასევე, კანდიდატი თანხმობას გამოთქვამს, კონკურსის მიზნებისთვის, ორგანიზაციის მიერ მის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიება/გადამოწმებაზე.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმა 2025 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93953?active=1
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე