Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპანელ გრუპი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "ევროპანელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

https://panels.ge/
https://www.facebook.com/europanels.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
** ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან.
** პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
** ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
** არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
** შესყიდვების ანალიზი,
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია ინგლისურისა ან/და რუსული ენის ცოდნა;
** ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ლინკზე https://buildsmart.ge/job-apply/shesyidvebis-menejeri/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 ან ელ. ფოსტაზე hr@europanels.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე