დასახელება:
HVAC ინჟინერი
|
მომწოდებელი:
Zerone
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
შპს "ზერონი" უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.
"ზერონის" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge/
"ზერონი" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო გათვლების წარმოება HVAC სისტემებისთვის.
** ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
** ინჟინრული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ტექნიკური გამოთვლების წარმოება.
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციები, გამოთვლები და ანგარიშები.
** არქიტექტორებთან, კონსტრუქციულ ინჟინრებთან და სხვა MEP დარგის
** სპეციალისტებთან თანამშრომლობა, სისტემების ოპტიმალურად ინტეგრაცია.
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
მოთხოვნები:
** მუშაობის გამოცდილება HVAC სისტემების პროექტირებაში MEP კომპანიაში;
** უმაღლესი საინჟინრო განათლება;
** Revit (სასურველია) ან AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება გათბობა - გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირებისთვის;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ორგანიზებულობა;
** კოორდინაციის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
** პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
** სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 02 ოქტომბრამდე;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონის" ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|