Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "AACC" პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარისთვის" ეძებს ბრენდ მენეჯერს!

კომპანია "ჯეოსტარი" არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომლიც არის შემდეგი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Parex, Dalan, Orei და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდების სტრატეგიული მართვა და განვითარება;
** მარკეტინგული და ტრეიდ მარკეტინგული კამპანიების / აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
** პარტნიორებთან, დისტრიბუტორებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების და მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** პრეზენტაციებისა და სარეკლამო მასალების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით)
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე - სადისტრიბუციო სფეროში;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00, 40 სთ-იანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ხელზე ფიქსირებული, 3000 ლარი Net (2500 ხელფასი, 500 ბონუსი);
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი - ჯეოსტარი".

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე