Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Beauty Life
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში Beauty Life აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე თბილისში.

Beauty Life წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. მრავალწლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქციები:

1. საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
2. მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად ახალი პროექტებისთვის ვიზუალური იდენტობის შექმნა / ცვლილებების შეტანა;
3. ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალებისთვის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
4. ბეჭდვით კომპანიებთან კომუნიკაცია;
5. მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან ერთად სოციალური მედია კამპანიის ვიზუალური მხარის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
2. გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
3. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

1. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
2. დათქმულ დროში სამუშაოს შესრულების უნარი;
3. დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
4. კრეატიულობა;
5. დეტალებზე ორიენტირებულობა;
6. დათქმული ამოცანების დროულად და ოპერატიულად შესრულების უნარი;
7. პუნქტუალურობა;
8. დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

შერჩევის მეთოდები:

1 ეტაპი - გასაუბრება;
2 ეტაპი - მეილზე გადაგზავნილი დავალების შესრულება დათქმულ დროში;
3 ეტაპი - გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის წესი:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე office@beautylife.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე