Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "გასა" GASA, რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიასა და გარე პროგრამულ პარტნიორებს შორის ძირითადი საკონტაქტო პირის როლის შესრულება;
** ყოველდღიური კომუნიკაციის, ესკალაციისა და პრობლემების გადაჭრის მართვა;
** ჯუნიპერისა და სხვა სისტემების ინტეგრაციაში მონაწილეობა (API-ები, დაჯავშნის პლატფორმები);
** ტექნიკური ხარვეზების ანალიზი, ტესტირება და დოკუმენტირება;
** თანამშრომლებისთვის სისტემებისა და ახალი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების სწავლებაში დახმარება;
** AI და ავტომატიზაციის შესაძლებლობების მოძიება და შეთავაზება (ჩატბოტები, მონაცემთა ანალიტიკა, პროცესების ავტომატიზაცია);
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან - შესრულებული სამუშაოების, სისტემების სტატუსისა და მომწოდებლების აქტივობების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, საინფორმაციო სისტემებში, ბიზნესში ან დაკავშირებულ სფეროში (სასურველია);
** გამოცდილება ტექნიკურ მხარდაჭერაში, ანგარიშების მართვაში ან პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინაციაში;
** საბაზისო ცოდნა კოდირებასა და სკრიპტებში (Python, SQL ან JavaScript) (უპირატესობა);
** სისტემურ ინტეგრაციებსა და API-ებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14, D ბლოკი, Stamba-ს ტერიტორიაზე.
ანაზღაურება: კონკურენტული, გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@gasa.ge

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე