Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=662536&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორ სააგენტოებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
** ახალი პროდუქტების, აქციებისა და სეზონური შეთავაზებების წარდგენა;
** CRM სისტემაში მუშაობა;
** სააგენტოს თანამშრომლების ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის ჩატარება;
** გაყიდვების გეგმებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულება;
** სააგენტოების დახმარება პრობლემების გადაჭრაში და გაყიდვების პროცესში მხარდაჭერა;
** ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშგება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება გაყიდვების აქტივობებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვებში ან ტურიზმის ინდუსტრიაში (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;
** კომპიუტერული საბაზისო ცოდნა (Booking სისტემების ცოდნა უპირატესობაა).

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი;
** ბონუსები და კომისიები გაყიდვების შედეგებზე დაყრდნობით;
** საინფორმაციო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14, D ბლოკი, Stamba-ს ტერიტორიაზე.

კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტის ხარჯებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@gasa.ge

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია