Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.

8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და ქვემო ქართლში.

გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09:00-18:00 საათი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ყოველკვარტალურ ბონუსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით;
** პროდუქციის დემონსტრირება/წარდგენა სამედიცინო პერსონალთან, ექიმების, ექთნების და ფარმაცევტების ჩათვლით;
** ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** კომპანიის ინიციატივით დაგეგმილ ტესტირებაში და გამოცდებში მონაწილეობის მიღება :
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** საკუთარი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული სამედიცინო ან მასთან გათანაბრებული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 01 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე