დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
m²
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"m²" უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
** სოციალური მედიის კონტენტ კალენდრის შედგენა (თემატიკა, პოსტების სიხშირე, ფორმატები და ა.შ.) ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
** საიმიჯო, გაყიდვებზე ორიენტირებული და სხვადასხვა თემატიკის სოც. მედია კონტენტის შექმნა, საჭიროებისამებრ ახალი ფორმატების/რუბრიკების შემუშავება - ტექსტობრივი და ვიზუალური (ბრიფების მომზადება დიზაინერისთვის);
** სოც. მედიის ანალიტიკის შედეგების მიხედვით კონტენტის ოპტიმიზაცია;
** ვებ გვერდის, ლენდინგ გვერდის და მობილური აპლიკაციის კონტენტის შექმნა - ტექსტობრივი და ვიზუალური (ბრიფების მომზადება დიზაინერისთვის);
** სხვადასხვა არხებში განსათავსებელი (ATL, BTL, OOH და ა.შ.)კონტენტის შექმნა - ტექსტობრივი და ვიზუალური (ბრიფების მომზადება დიზაინერისთვის);
** ფოტოებისა და მოკლე ვიდეოების (Reels/Stories) სცენარების/იდეების მომზადება, გადასაღები გარემოს შერჩევა და ორგანიზება, გადაღება, სკრიპტების გაწერა და მონტაჟი სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებლად;
** კონკურენტული ბაზრის მონიტორინგი (საქართველოში და საერთაშორისო დონეზე), რეპორტინგი და რეკომენდაციების მომზადება კონტენტ სტრატეგიის გასაუმჯობესებლად;
** სფეროში აქტუალური ტენდენციების/ტრენდების ინტეგრირება ყოველდღიურ საქმიანობაში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოც. მედიის პლატფორმების ალგორითმების და ფუნქციონალის ცოდნა (Meta, LinkedIn, YouTube);
** გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება (სასურველია Canva/Adobe Premiere/CapCut ან სხვა საბაზისო ვიზუალური/ვიდეო ინსტრუმენტების ცოდნა);
** ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის (ქოფირაითინგის) უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი - გივი კარტოზიას 10, m²-ის სათავო ოფისი
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|