დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
A კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
|
"A კლინიკა" (საბურთალო) აცხადებს ექიმებისა და ექთნების ვაკანსიას!
ჩვენ ვართ თანამედროვე ამბულატორიული კლინიკა, რომელიც აშენებს მომავლის მედიცინას: ნდობაზე, მტკიცებით მედიცინაზე და პაციენტისა და ექიმის პატივისცემაზე დაფუძნებულს.
გვჭირდება:
1. გინეკოლოგი
2. პროქტოლოგი
3. ოტორინოლარინგოლოგი
4. ალერგოლოგ-იმუნოლოგი
5. ენდოკრინოლოგი
6. დერმატოვენეროლოგი
7. ნევროლოგი
8. ექთნები
ვეძებთ სპეციალისტებს, რომელთაც:
** უყვართ თავიანთი პროფესია და პაციენტები
** მუშაობენ მტკიცებითი მედიცინის პრინციპების შესაბამისად
** ღია არიან განვითარებისთვის, გუნდური მუშაობისა და ახალი მიდგომებისთვის
** ფლობენ ინგლისურს (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად)
** აქვთ მოქმედი ქართული სამედიცინო ლიცენზია
მოვალეობები:
** ამბულატორიული პაციენტების მიღება
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება თანამედროვე საინფორმაციო სისტემაში
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ გარემოს, სადაც ცოდნა და ინიციატივა ფასდება
** კოლეგების ტრენინგი, განვითარება და მხარდაჭერა
** თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მომსახურების განსაკუთრებული პირობები
** ოფიციალური დასაქმება და გამჭვირვალე ფინანსური ურთიერთობები
"A კლინიკაში" ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაარღვიონ სტერეოტიპები მედიცინაში და შექმნან სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი ჩვენთან ერთად.
დაინტერესების შემთხვევაში და CV-ს გამოსაგზავნად მოგვწერეთ ელფოსტაზე: aclinicgeo@gmail.com.
|
|
|
|