Робота для біженців з України
ექთანი, კატლაბის ექთანი, საოპერაციო ბლოკის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი, კატლაბის ექთანი, საოპერაციო ბლოკის ექთანი
მომწოდებელი: გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

ექთანი, კატლაბის ექთანი და საოპერაციო ბლოკის ექთანი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა

1. ექთანი

მოვალეობები:

** პაციენტზე პირველადი და მიმდინარე ზრუნვა
** ინექციებისა და მედიკამენტების სწორად მართვა
** ექიმთან კოორდინაცია და სამედიცინო ჩანაწერების შევსება

მოთხოვნები:

** ექთნის დიპლომი ან სერტიფიკატი
** პაციენტზე ზრუნვის უნარი და პასუხისმგებლიანი მიდგომა
** გუნდური მუშაობის უნარი

2. კატლაბის (Cath Lab) ექთანი

მოვალეობები:

** კატერიზაციის ლაბორატორიის პროცედურებში აქტიური მონაწილეობა
** ინფუზიური, მონიტორინგისა და სტერილური გარემოს უზრუნველყოფა
** ექიმის ინსტრუქციების ზუსტი შესრულება

მოთხოვნები:

** კარდიოლოგიურ ან ინტერვენციულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** სტრესულ გარემოში ეფექტური მოქმედების უნარი
** აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია

3. საოპერაციო ბლოკის ექთანი

მოვალეობები:

** საოპერაციო გარემოს მომზადება ოპერაციამდე და შემდეგ
** ინსტრუმენტების სტერილიზაცია, ორგანიზება და გადაცემა
** ოპერაციისას ქირურგისა და ანესთეზიოლოგის დახმარება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ბლოკში
** სტერილიზაციისა და ინფექციური კონტროლის წესების ცოდნა
** მაღალი სიზუსტე და პასუხისმგებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.geSubject (თემის ველში) მიუთითეთ შე და საბამისი პოზიცია, "კატლაბის ექთანი", "საოპერაციო ექთანი" ან ექთანი"

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე