Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიებს მენეჯერის და კონსულტანტების პოზიციებზე.

აღნიშნულ პოზიციებზე მოთხოვნილი ფუნქციები და მოვალეობები:

** გუნდის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** გუნდისთვის სამუშაოს სწორად გადანაწილება;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო).
** პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ახალი მიღებული თანამშრომლის (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
** სალარო აპარატთან მუშაობა, ასევე Z-ის ფაილის წარმოება, ზედნადებების აღრიცხვა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება.

აპლიკანტებთან, არსებულ ვაკანსიებზე, გასაუბრების შემდგომ, მათი გამოცდილების და ცოდნის შესაბამისად მოხდება შეთავაზების გაკეთება.

დამატებითი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 1300-დან 1700 ლარამდე (+ ბონუსი)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ltd.info.jobs@gmail.com; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე