დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კომპანია "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მეტრო გურამიშვილთან
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-12:00 ორშაბათი-შაბათი
** ანაზღაურება: 600 ₾
მოვალეობები:
** მზარეულის დახმარება კერძების მომზადებისას;
** ობიექტზე მოსული ნედლეულის მითვლა სტანდარტების დაცვით;
** ნაწარმოები პროდუქციის რაოდენობის (წონა და ცალობა) გაგზავნა ოპერატორისათვის;
** მზა პროდუქციის რეალიზება (მიწონვა და დასტიკერება);
** ვადაგასული პროდუქციის მოხსნა გაყიდვიდან, აღრიცხვა, ჩამოწერა;
** პროდუქციასთან, მანქანა-დანადგარებთან და ტექნიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შეტყობინება ოპერატორისათვის;
** სისუფთავის და ჰიგიენის ნორმების დაცვა, როგორც პირადი ისე სამუშაო ადგილზე.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25
გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|