Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანიის შესახებ:

"G&A GROUP" არის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტსა და "რერა"-სა და ხინდას ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას.საქართველოს ბაზარზე.

პოზიციის აღწერა:

ხარისხის კონტროლის მენეჯერი უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების, ნედლეულის, პროდუქციისა და პერსონალის ჰიგიენის მონიტორინგს, შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები:

** წარმოების პროცესის ყველა ეტაპის კონტროლი
** სინჯების აღება და მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარების მონიტორინგი.
** CCP მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** ჰიგიენის, დასუფთავებისა და დეზინფექციის ტესტირება
** პროცესების დოკუმენტირება და რეპორტინგი
** დარღვევებზე რეაგირება და მათი მიზეზების ანალიზი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინ. 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროფილური უმაღლესი განათლება
** ISO და HACCP სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დროის მართვის უნარი
** ინიციატივიანობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@gagroup.com.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის კონტროლის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე