Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ფანკი ბრენდს
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია "ფანკი ბრენდს" ეძებს თანამშრომელს მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია საერთაშორისო მაღალი ხარისხის ბრენდებით, როგორიცაა "Franui", "Brite" და "Natrue".

ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.

სოც.ქსელები:

Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge?igsh=cHdieXlpeThmbHdz
Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge?_t=ZS-8vyFeJlZg1t&_r=1

Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia?igsh=c3Zvb3NsYmxpejJ5
Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia?_t=ZS-8vyFimJgrSO&_r=1
Natrue Instagram: https://www.instagram.com/natruedrinksgeorgia/
Natrue FB: https://www.facebook.com/p/Natrue-Georgia-61578122212717/
Natrue TikTok: https://www.tiktok.com/@natrue.georgia

Funky website: https://www.funkybrands.ge/

სამუშაო აღწერილობა:

** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით;
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისა და წარმოებებისგან უკუკავშირის მიღება პროდუქციის მოთხოვნის შესახებ.
** მარაგებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაუმჯობესების რეკომენდაციებსა და მერჩენდაიზინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო.
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მნიშვნელოვანია პროდუქტის პრეზენტირების უნარი და დეტალებისადმი ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, შეთანხმებით.

რატომ "ფანკი ბრენდს"?

** იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
** შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
** შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე