Робота для біженців з України
შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია ILARIA ეძებს შიდა აუდიტორს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

პოზიცია: შიდა აუდიტორი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

პოზიციის მიზანი: შიდა აუდიტორის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს კომპანიის ოპერაციების, ფინანსური საქმიანობისა და მართვის პროცესების შესაბამისობა შიდა პოლიტიკებთან, სამართლებრივ რეგულაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი საქმიანობა მიმართულია რისკების იდენტიფიცირებისა და პრევენციისკენ, რაც ხელს უწყობს კომპანიის ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლებას.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა და განხორციელება:
** წლიური აუდიტის გეგმის შემუშავება რისკებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.
** სისტემური აუდიტორული შემოწმების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით: ფინანსები, საოპერაციო საქმიანობა, IT სისტემები, მარკეტინგი.
** პროცესების, შიდა კონტროლის სისტემებისა და მართვის ეფექტიანობის შეფასება.

ანალიტიკური და საპროცესო მუშაობა:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებებისა და დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი.
** დარღვევებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან მიმართებით.
** რისკების შეფასება და მათი მინიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
** შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

რეპორტინგი და კომუნიკაცია:

** დეტალური აუდიტორული დასკვნებისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
** მკაფიო და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება შემოწმებული დეპარტამენტებისთვის.
** ყველა დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა შიდა პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

საკანონმდებლო შესაბამისობა:

** სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, დაზღვევის ზეადამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული რეგულაციების და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მუდმივი მონიტორინგი.
** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის, ფინანსური კონტროლის ან მსგავს სფეროში. სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სერტიფიკატები: პროფესიული სერტიფიკატების ფლობა
** კომპიუტერული უნარები: კომპიუტერული უნარები: MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) სრულყოფილი ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება: დეტალებისადმი ყურადღება, ინფორმაციის ანალიზისა და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი.
** კომუნიკაციის უნარი: წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე. დასკვნების მკაფიოდ და ლაკონურად წარდგენის უნარი.
** პრობლემის გადაჭრის უნარი: გამოწვევების იდენტიფიცირებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი.
** ორგანიზებულობა და დროის მართვა: მრავალი პროექტის ერთდროულად მართვისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.
** ობიექტურობა და პატიოსნება: ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა და საქმიანობის ობიექტურად წარმართვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შიდა აუდიტორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე