Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია ჯიბე Cash & Carry, ბაკურიანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ქ.ბაკურიანი, დ.აღმაშენებლის N30
სამუშაო გრაფიკი: 09:00- 17:00, კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 1400 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;

დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე