Робота для біженців з України
სტაჟირება ანდერრაიტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ანდერრაიტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ანდერრაიტინგის დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით.

კომპანიის შესახებ:

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.

პოზიციის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ ანალიტიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ სტაჟიორს, რომელიც შემოუერთდება ანდერრაიტინგის დინამიკურ გუნდს. ანდერრაიტინგის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიენტების სადაზღვევო რისკების შეფასება, ანალიზში და შესაბამისი სადაზღვევო ტარიფების ფორმირებაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
სტაჟირების ანაზღაურება: 700 ლარი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ანდერრაიტინგის გუნდის მხარდაჭერა სადაზღვევო განაცხადების განხილვასა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებაში;
** სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი ტარიფებისა/პირობების მომზადებაში ჩართულობა;
** სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება;
** ბაზრის კვლევაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე სფეროში);
** საოფისე პროგრამების MS Office (MS Excel)-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რიცხვებთან მუშაობისა და მონაცემების ანალიზის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე