დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
MEGAHAND
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
პრემიუმ ხარისხის მეორადი ტანსაცმლის უდიდესი ქსელი საქართველოში "Megahand" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტრი კიდობანი
გრაფიკი: სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
ფუნქცია- მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/დაგეგმვა/განხორციელება;
** გარე თუ შიდა/კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სოციალური მედია მარკეტინგის და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა - სარეკლამო კამპანიების განხორციელება სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით;
** FB გვერდის და სხვა სოციალური გვერდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მართვა/ადმინისტრირება, მასალების მომზადება და კოორდინაცია;
** ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება;
** კომპანიის მარკეტინგული (სარეკლამო) ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და გაყიდვების გუნდისთვის მარკეტინგული მასალის მიწოდება.
** გარე მარკეტინგულ სააგენტოებთან, სარეკლამო კომპანიებთან, ბეჭდვით სერვისებთან, დიზაინერებთან და მედია არხებთან თანამშრომლობა;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
** მომხმარებლების ქცევისა მოთხოვნების ანალიზი, კვლევების ჩატარება (გამოკითხვა, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუები) და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;
** გაყიდვების სტიმულირების კამპანიების (აქციები, ფასდაკლებები) დაგეგმვა/გამოცხადება და გაყიდვების გუნდის ინფორმირება;
** გაწეული სამუშაოს (ანალიზის, კვლევების, ღონისძიებების) ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის, გაყიდვების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** სოციალური მედიის მენეჯმენტის, რეკლამის მართვისა (Meta ads, google ads), გაყიდვების სტიმულირების ტექნიკების ცოდნა;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით, სასურველია საცალო ვაჭრობის სექტორში.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancymegahand@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|