Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის თანამშრომელი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მთელი IT ინფრასტრუქტურის (სერვერები, ქსელი, უსაფრთხოების სისტემები) მართვა.
** ERP სისტემის (ბიზნეს ცენტრალი) და ელექტრონული კომერციის პლატფორმების ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობა;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვებში მონაწილეობა;
** სისტემური უსაფრთხოების და მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნის სტრატეგიის შემუშავება;
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მასთან დაკავშირებული სფეროების მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება IT მენეჯმენტში;
** Microsoft სისტემები, ERP-ის მენეჯმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება (განსაკუთრებით Business Central) და ქსელური ინფრასტრუქტურაის მოწესრიგების გამოცდილება;
** გამოცდილება კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და სარეზერვო ასლის სისტემების სფეროში;
** ინგლისური, რუსული ან თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

ხელფასი: 2500 ლარი გამოსაცდელი ვადის პერიოდში (3 თვე), შემდეგ - 3000 ლარი.
სამუშაო საათები: 09:00-18:00
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge.

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშის ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე