დასახელება:
ავტოპარკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
იუსტიციის სამინისტრო
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ეკონომიკური დეპარტამენტის ლოგისტიკის, ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს ავტოპარკის სპეციალისტი.
კონკურსის ტიპი: გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია: ლოჯისტიკა
თანამდებობრივი სარგო: 2600 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების რეესტრის წარმოება;
** საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ნაერთი ცხრილის მართვა;
** სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო აუდიტისათვის;
** ელექტრონულ პორტალზე ავტომობილების ტექინსპექტირების მონაცემების ყოველკვირეული განახლება;
** ავტომობილების მიღება-გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება, წერილებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
** წლიური სატრანსპორტო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მომსახურე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტისა და ხელშეკრულების დანართის შესაბამისობის კონტროლი;
** ავტომობილის საინვენტარიზაციო ბაზის მართვა.
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
** ლოგისტიკის ან/და შესყიდვების ან/და ავტოპარკის მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) კარგად ცოდნა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
** ინფორმაციის შეგროვება
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** დროის ეფექტიანი მართვა
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება".
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
დამატებითი ინფორმაცია:
გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ (ებ)ის, მუშაობის პერიოდ (ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ (ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, კანდიდატისადმი წაყენებული მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ (ებ)ი.
- სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე − hr.gov.ge - 2025 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
|
|
|
|