Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=661286&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს კონკურსს საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამაში საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე

სამართლებრივი დახმარების პროგრამის მიზანია ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების და სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა.

საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდი უზრუნველყოფს საიას სტრატეგიისა და პრიორიტეტების მიხედვით საერთაშორისო სასამართლოში საქმეთა წარმოებას.

პოზიციის დასახელება: საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-18:00, მოიცავს 1-საათიან შესვენებას);
სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (დარიცხული) გამოცდილების გათვალისწინებით.

ორგანიზაციული ბენეფიტები:

** გუნდური და კეთილგანწყობილი გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით.

ძირითადი ფუნქციები:

** საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანამშრომელთა მენტორობა, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და სამართლებრივი პრობლემების ანალიზი;
** საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის წარმოებაში არსებული საქმეების გაცნობა, საჭიროებისამებრ იურისტებთან კონსულტაცია და რეკომენდაციების მიცემა;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაწევა და საადვოკატო საქმეზე წარმომადგენლობა;
** საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწეების/სტაჟიორების საქმიანობის ზედამხედველობა;
** საჭიროებისამებრ და პროგრამის დირექტორთან/თავმჯდომარესთან შეთანხმებით საიას სახელით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და შეხვედრებში მონაწილეობა;
** საიას სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაციის/თანამშრომლობის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება საერთაშორისო სამართალწარმოების მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო სამართალწარმოების მიმართულებით;
** საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების და აღნიშნულ სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული წერა და მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალიზმი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** განსხვავებული მოსაზრებების და შეხედულებების მიმღებლობა;
** ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
** კონტექსტის აღქმის, კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომის) ასლი;
** უცხო ენის დონის განმსაზღვრელი საერთაშორისო სერტიფიკატი არსებობის შემთხვევაში.

კონკურსის ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და სამოტივაციო წერილის მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას ჩანიშნოს კონკურსის დამატებითი ეტაპები საჭიროების შესაბამისად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 7 სექტემბერი, 18:00 საათი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია