დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კოკა-კოლა ეგრისი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "კოკა-კოლა ეგრისი" აცხადევს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00, შესვენება 14:00-15:00.
ადგილმდებარეობა: ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქ. #12გ;
ანაზღაურება: გამოცდილებით, შეთანხმებისამებრ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბანკო და სალარო ოპერაციები;
** ხარჯების აღრიცხვის და დოკუმენტების სისრულე;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) შექმნა/პროგრამული გატარება/დაარქივება;
** RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/ურთიერთჩათვლა/შედარების აქტების გაფორმება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა აუცილებელია)
პიროვნული უნარები:
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: info@cocacolaegrisi.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია info@cocacolaegrisi.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე:
info@cocacolaegrisi.ge
|
|
|
|