Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია "Sakura Properties", რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავ ქონებას ყიდის თავის გუნდში, ეძებს ენერგიულ და კრეატიულ კონტენტ-კრეატორს მარკეტინგის დეპარტამენტში.

მოვალეობები:

** კომპანიის სოც. ქსელებისთვის კონტენტის მომზადება
** უძრავი ქონების ფოტოების გადაღება
** კონტენტ გეგმის დაგეგმვა და შესრულება
** პრეზენტაციების აწყობა Canva-ში

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:

** CapCut-ის და Canva-ს თავისუფლად გამოყენება
** კრეატიულობა და ანალიტიკის უნარი - ამ პოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ახალი იდეების გენერირება და ვერტიკალური ვიდეო ტრენდების ანალიზი
** ინგლისური ენის ცოდნა
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:

** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** სამოტივაციო აქტივობები
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია გამოცდილებაზე და ნამუშევრებზე
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი
** დაზღვევა "ირაო"

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 11:00- 19:00
** ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სამედიცინო მეტროსთან.

კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შესაბამისი ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/6Umc5vvYBMSsNTes5
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე