Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=661220&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Clocks Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სასტუმრო "Clocks Hotel" იწვევს მოტივირებულ პირებს მიმტანის პოზიციაზე.

თუ გსურთ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა პრაქტიკულად რაც შეიძლება სწრაფად, გახდეთ კომპეტენტური გუნდის წევრი, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება სასტუმრო სფეროში და გააფართოვოთ თქვენი პიროვნული და პროფესიული მასშტაბები, მაშინ შემოგვიერთდით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი ჩვენი ორგანიზაციის წარმატებაში და განვითარდით ჩვენთან ერთად.

"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ ახალი 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე. 07:00-დან 16:00-მდე (დილით, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია). 14:00-დან 23:00-მდე

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

სტუმრისთვის მენიუს გაცნობა და კერძების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
რესტორნის ფუნქციონირების შესაბამისი პროგრამული და ფინანსური ოპერაციების ცოდნა / ჩატარება;
პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
შეკვეთის აღება და სტუმრისათვის კერძის დროული მიწოდების კონტროლი;
სტუმრის კმაყოფილების გადამოწმება, კომუნიკაცია და მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნა
ბარისა და რესტორნის სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
დაგეგმილი კონფერენციების, ღონისძიებების მომსახურება;

პიროვნული უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 26 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია