Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=661215&print=yes&view=jobs
 
აქტიური ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტიური ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს აქტიური ქოლცენტრის ოპერატორს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
დეპარტამენტი: მარკეტინგის და პროდუქტების სტრატეგიული განვითარება
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** გამავალი ზარის განხორციელება სხვადასხვა სახის კვლევის /გამოკითხვის მიზნით;
** კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის ჩატის, Facebook/Instagram გვერდის ჩატის, TIK TOK ჩატის მართვა;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან ჩატის და ზარების სტატისტიკის შესახებ;
** დოკუმენტაციის მართვა და გადამისამართება;
** მომხმარებლის საჩივრების/რეკლამაციების მიღება და გადაცემა კომპეტენტურ პირებთან;
** მომხმარებლისთვის ინსტრუქციის გაცემა სადაზღვევო ანაზღაურების პროცესზე ხელშეკრულების შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ზუსტი შესრულება;
** სატელეფონო გაყიდვები და ბაზების მართვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების განხორციელება სატელეფონო კომუნიკაციის გზით პოტენციურ მომხმარებლებთან;
** სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების განხორციელება სატელეფონო კომუნიკაციის გზით არსებული კლიენტებთან;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიკაცია და მათთვის შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტის/პროდუქტების რეკომენდაცია, ქროსსელინგი;
** დამკვეთის დაინტერესების შესაბამისად შეთავაზებული პროდუქტის პრეზენტაცია და დეტალური ახსნა (პირობები, საფასო პაკეტები, მომსახურების ფარგლები და ა.შ.);
** გაყიდვის პროცესის სრული მართვა — დაწყებული პირველადი კონტაქტიდან პოლისის გაფორმებამდე;
** მომხმარებლის მონაცემების სწორად და ზუსტად დაფიქსირება კომპანიის CRM სისტემაში;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება და მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი);
** სატელეფონო გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება და/ან ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM სისტემები, ჩატ-პლატფორმები და ა.შ.);
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "აქტიური ქოლცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია