დასახელება:
ავტო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Solo Auto Import
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "SOLO AUTO IMPORT" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 3 წელია. კომპანიას ჰყავს წარმომადგენლობა სამხრეთ კორეასა და ამერიკაში, საიდანაც ახდენს ავტომობილების იმპორტს საქართველოში.
სოლო ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1500-3500 ლარი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ვალდებულებები:
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
** პრეზენტაციის უნარი;
** პოზიტიურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა,
** ორგანიზებულობა,
** გუნდური მუშაობის;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
უპირატესობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფიტ პასი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: soloautoimportllc@gmail.com და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|