Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Enterprise Rent A Car
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 90-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორატიულ კლიენტებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ გვერდზე: http://www.enterprise.ge

"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ, მიზანზე ორიენტირებულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას
** ანაზღაურება: 1, 500 - 2, 500 ლარი გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office (Word, Excel, Power Point), Microsoft Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პირობების გაცნობა
** ოფისში შემოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც სატელეფონო ისე მეილით (before/after sale)
** ავტომობილების მომხმარებლისთვის გადაცემა და უკან დაბრუნება
** დამატებითი სერვისების გაყიდვა
** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება-გაფორმება და პროგრამაში შეყვანა
** საპატრულო და პარკირების ჯარიმების შემოწმება
** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების შემოწმება
** ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Operations@ehiglobal.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე