Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;

სოციალური მედია მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** კომპანიის მედია არხების ადმინისტრირება და მართვა (Facebook, Instagram, Tik-tok, Linkedin);
** სოციალური ქსელების ყოველთვიური კონტენტ გეგმის კალენდრის განსაზღვრა ბრენდის მიზნების და დაგეგმილი კამპანიების გათვალისწინებით;
** ქოფირაითინგი;
** სოციალური ქსელის გვერდზე პოსტების განთავსება;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ სოციალური მედია მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება;
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები : 10:00-19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო);
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 26 სექტემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე