Робота для біженців з України
ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: საინჟინრო კომპანია
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 661057_Searching_for_an_engineer_English_1583365.zip
საინჟინრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

(შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა).

ჩვენი კომპანიის სპეციალიზაციის სფეროა სამოქალაქო თვითმფრინავთმშენებლობა, თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავების შიდა სტრუქტურული განყოფილებების პროექტირება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს აღწერა: მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
** CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ან Creo Parametric პროგრამის ფლობა;
** ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება;
** წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სტაბილური ხელფასი;
** ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები);
** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია;
** ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე;
** უქმეები და სადღესასწაულო დღეები - საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდრის მიხედვით;
** 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: birbirdair@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე